1918 წლის შემდეგ პირველად რუსეთში საგარეო ვალის დეფოლტია - Bloomberg

რუსეთი დეფოლტის მდგომარეობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც 26 ივნისს რუსეთის მთავრობამ ორ ევროობლიგაციაზე სარგებლის გადახდა ვერ შეძლო.

ოცდაათდღიანი ფანჯარა, რომლის განმავლობაშიც რუსეთს ევროში და დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებზე სარგებელი უნდა გადაეხადა, გუშინ ამოიწურა.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ თანხის გადახდა ვერ მოახერხა, რადგან ამერიკული და ევროპული სანქციები რუსული ობლიგაციების მფლობელებს რუსეთის მთავრობისგან თანხის მიღებას უკრძალავს.

უახლოეს მომავალში რუსეთს დეფოლტის ოფიციალურ იარლიყს საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოები მიანიჭებენ.

რუსეთს საგარეო ობლიგაციების სახით დაახლოებით 40 მილიარდ დოლარამდე ვალი აქვს აღებული.

დეფოლტის სტატუსი რუსეთის მთავრობას საგარეო ვალის აღების შესაძლებლობას შეუზღუდავს.

გასულ კვირაში ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც რუსეთის მთავრობა უცხოურ ვალუტაში აღებულ საგარეო ვალდებულებებს რუსულ რუბლში გადაიხდის.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები