Financial Times: "რუსეთში უსაფრთხო ადგილები არ დარჩა"

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში, სტრატეგიულ საავიაციო ბაზებზე თავდასხმით, უკრაინამ აჩვენა, რომ დასავლური იარაღის გარეშეც შეუძლია, შორეულ მანძილზე მდებარე სამიზნეებს დარტყმა. თავდასხმა, ასევე, მიზნად ისახავდა რუსი სამხედროებისთვის იმის ჩვენებას, რომ მათ არ აქვთ "უსაფრთხო ზონები" - ამის შესახებ Financial Times წერს.

უკრაინის მთავრობის ინკოგნიტო სამხედრო მრჩეველზე დაყრდნობით, სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინას არ აქვს მოქმედების სივრცე შეზღუდული და მალე შეძლებს, რომ "რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ყველა სამიზნეს" მისწვდეს. 

სამხედრო მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ იცის, რამდენად რთულია საჰაერო თავდასხმებისგან თავდაცვა, მაგრამ "მალე რუსეთშიც არ იქნება უსაფრთხო ზონები."

Financial Times წერს, რომ უკრაინას, ოფიციალურად არ აუღია პასუხისმგებლობა თავდასხმებზე, და ბევრი დეტალი საიდუმლოდ რჩება.  

რუსეთის აეროდრომებზე გაანხორციელებული უკანასკნელი დარტყმები გამოირჩევა მოქმედების შორი დიაპაზონით, რამაც რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა დაარღვია. ეს მაშინ, როდესაც რუსეთის სტრატეგიული სამხედრო ბაზები, წარსულში, ყველაზე დაცულ ობიექტებად ითვლებოდა. 

 

მსგავსი სიახლეები