ალექსეი ნავალნის 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება

რუსეთის პროკურატურამ "ექსტრემისტული ჯგუფის დაფუძნების" მოტივით ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრა, რომელიც 15 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

ალექსეი ნავალნის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახლად დაწყებული გამოძიების შესახებ, მას პროკურორმა შეატყობინა, რომლის თქმითაც, რუსი ოპოზიციონერის მიერ დაფუძებული ჯგუფის მიზანს კრემლის ჩინოვნიკებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ "ზიზღის გაღვივება" წარმოადგენდა. 

პუტინის მთავარ პოლიტიკურ მეტოქედ მიჩნეულმა ალექსეი ნავალნიმ, საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მან აღნიშნა, რომ ახალი საქმის ფარგლებში, მის საპატიმრო ვადას შესაძლოა 15 წლამდე გაიზარდოს. 

2022 წლის მარტში, ალექსეი ნავალნის რუსეთის სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, რაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებულად და უსამართლო გადაწყვეტილებად მიიჩნიეს. 

ნავალნის თანამოაზრეების დიდმა ნაწილმა ქვეყანა გასულ წელს დატოვა, ხოლო მისი ანტი-კორუფციული ორგანიზაცია ქვეყანაში ვეღარ ფუნქციონირებს, რადგანაც კრემლმა "ექსტრემისტულ გაერთიანებად" გამოაცხადა. 

 

მსგავსი სიახლეები