აშშ: რუსეთი უკრაინის ტერიტორიების სრულ ანექსიას გეგმავს

აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, კრემლი ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების სრული ანექსიის „დეტალურ გეგმებს“ განიხილავს, აცხადებს ჯონ კირბი, თეთრი სახლის პრეს-სპიკერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

რუსეთი ოთხი უკრაინული რეგიონის - ხერსონის, ზაპორიჟიის, დონეცკის და ლუჰანსკის - მიერთებას გეგმავს, როგორც ეს 2014 წელს ყირიმის შემთხვევაში მოხდა.

„მათი შემდეგი ნაბიჯები ჩვენთვის ცნობილია“, - განაცხადა კირბიმ.

მაღალჩინოსნის განცხადებით, კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავს.

„რეფერენდუმები შესაძლოა სექტემბერში, რუსეთის რეგიონულ არჩევნებთან ერთად ჩატარდეს“, - ამბობს კირბი.

მსგავსი სიახლეები