აშშ-ს სამხედრო დახმარება უკრაინას: 4 HIMARS, 16 ჰაუბიცა და ათასობით ჭურვი
4 ოქტომბერს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ აღჭურვილობისა და იარაღის სია, რომელიც 625 მილიონი დოლარის ღირებულების უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის.
2021 წლის აგვისტოდან ეს არის უკრაინისთვის გადაცემული აშშ-ის სამხედრო დახმარების 22-ე პაკეტი. დახმარება შემდეგ შეიარაღებას მოიცავს:
- 4 სარაკეტო სისტემა HIMARS და მათი საბრძოლო მასალა;
- 16 155 მმ-იანი ჰაუბიცა;
- 75 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი;
- 500 მაღალი სიზუსტის 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი;
- 1000 155 მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის დისტანციური ნაღმი;
- 16 105 მმ-იანი ჰაუბიცა;
- 30 ათასი ჭურვი 120 მმ-იანი ნაღმტყორცნებისთვის;
- 20 ნაღმსაწინააღმდეგო მანქანა MaxxPro;
- 200 ათასი ვაზნა მცირე ზომის იარაღისთვის;
- დაბრკოლებების შესაქმნელი აღჭურვილობა;
- ქვეითთა საწინააღმდეგო საბრძოლო მასალა Claymore.
ჯამში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2021 წლის იანვრიდან 17.5 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გადასცა.