აშშ: უკრაინას ტერიტორიების დეოკუპაციის ‘კარგი შანსი’ აქვს
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების „კარგი შესაძლებლობა“ აქვთ, მას შემდეგ, რაც კიევმა სამხრეთის ფრონტზე კონტრ-იერიში წამოიწყო.
გამოცემა Politico-სთან საუბარში პენტაგონის მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ უკრაინამ აშშ-ს მიერ მიწოდებული HIMARS-ის სისტემებით დნიპროზე გადებული ხიდების უმეტესობა გაანადგურეს, რამაც რუსეთს საბრძოლო მასალით მომარაგება მნიშვნელოვნად გაურთულა.
ხიდების მწყობრიდან გამოყვანა კონტრ-იერიშისთვის ნიადაგის მომზადების ნაწილი იყო, აცხადებენ პენტაგონში.
29 აგვისტოს კონტრ-შეტევის დაწყებამდე უკრაინელებმა მრავალჯერ მიიტანეს იერიში რუსულ სამეთაურო და ლოჯისტიკურ პუნქტებზე და ავიაბაზებზე.
აშშ-ს თავდაცვის უწყებაში მიიჩნევენ, რომ კიევი ამჯერად ოკუპანტების მდინარე დნიპროს დასავლეთ ნაპირიდან გადევნას და ქალაქ ხერსონის გათავისუფლებას შეეცდება.
უკრაინამ დეოკუპაციის ოპერაციის დაწყების შესახებ გუშინ გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ხერსონის ობლასტში მცირე მასშტაბის კონტრ-შეტევებს ახორციელებდა.
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსების თავდაცვის პირველი ხაზი „გარღვეულია“.