ბელგოროდში პოლიგონზე სროლის შედეგად 11 რუსი სამხედრო დაიღუპა
15 ოქტომბერს, რუსეთში, ბელოგოროდის რაიონში, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სროლა მოხდა, რის შედეგადაც დაღუპულები და დაჭრილები არიან. ამის შესახებ Baza-მ პირველმა განაცხადა, მოგვიანებით კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინციდენტის რეალურობა დაადასტურა.
გამოცემა Sota-ს ცნობით, სროლის შედეგად შესაძლოა 22 ჯარისკაცი დაღუპულიყო, 16 კი სავარაუდოდ დაშავებულიყო.
"ამავდროულად, სამმა ჯარისკაცმა გაისროლა, რომელთაგან ორი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი გაიქცა", - იტყობინება მედია.
"Интерфакс-ის" ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა 11 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა და იქ სროლას "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა.
"15 ოქტომბერს დსთ-ს ერთ-ერთი ქვეყნის ორმა მოქალაქემ ჩაიდინა ტერორისტული აქტი ბელგოროდის რეგიონში დასავლეთის სამხედრო ოლქის საწვრთნელ მოედანზე", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სროლა დაიწყეს "ცეცხლსასროლი წვრთნების დროს იმ პირებმა, რომლებმაც ნებაყოფლობით გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ სპეცოპერაციაში."
გამოცემა Sota-ს ინფორმაციით, საუბარია სოფელ სოლოტში მდებარე პოლიგონზე. იქ, მედიის ცნობით, 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა ბრიანსკის ოლქიდან, რომლებიც "კატეგორიულ უარს ამბობდნენ დონეცკის ოლქის ლიმანში გაგზავნაზე". რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაეყოლიებინა ისინი უკრაინელი დამცველების მიერ გათავისუფლებულ ქალაქზე შტურმზე.