ბრიტანეთი: რუსეთის არმიამ კუნძული ზმეინი დაბომბვების გამო დატოვა და არა ‘კეთილი ნების’ ნიშნად

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიური ანალიზი განაახლა.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, რუსეთმა 30 ივნისს შავ ღვაში მდებარე კუნძული ზმეინი უკრაინელების მიერ ინტენსიური დაბომბვის გამო დატოვეს და არა „კეთილი ნების ჟესტად“, როგორც ამას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ.

„უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კუნძულის რუსულ გარნიზონზე იერიშები რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიჰქონდა.

ამას გარდა, უკრაინა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებსაც იყენებდა რუსული გემების წინააღმდეგ, რომლებიც ზმეინის მომარაგებას ცდილობდნენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

მსგავსი სიახლეები