ბრიტანეთი: რუსეთს 3 თვეში იმხელა დანაკარგი აქვს, რამდენიც სსრკ-ს ავღანეთის 9 წლიან ომში

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთს უკრაინის ომის პირველ სამ თვეში იმხელა სამხედრო დანაკარგი აქვს, რამდენიც საბჭოთა კავშირს ავღანეთის ცხრაწლიან კამპანიაში ჰქონდა.

სარდლობის ქვედა დონეზე ცუდი ტაქტიკური გადაწყვეტები, საჰაერო მხარდაჭერის შეფერხება, მანევრირების ნაკლებობა, ცუდი სამეთაურო მიდგომა - ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით ოკუპანტების მაღალი მსხვერპლი რუსული არმიის ცუდმა მომზადებამ გამოიწვია.

ანგარიშის თანახმად, მსხვერპლის მატებასთან ერთად უკრაინაში მიღებული დანაკარგები რუსული საზოგადოებისთვის სულ უფრო „ხილული“ გახდება, რაც ომით უკმაყოფილებას გააძლიერებს.

 

მსგავსი სიახლეები