ბრიტანეთი: ცოცხალი ძალის დეფიციტის გამო რუსეთი სულ უფრო მეტად ეყრდნობა 'ვაგნერის' მებრძოლებს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიური მიმოხილვა განაახლა.
ბრიტანული დაზვერვის ანგარიში დაქირავებულ სამხედროთა დაჯგუფება ვაგნერს ეხება, რომელიც დონბასში ოკუპანტების მხარეს იბრძვის.
17 ივნისს უკრაინის მიერ ჩამოგდებული რუსული Cy-25-ის პილოტის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ის რუსეთის საჰაერო ძალების მაიორია, რომელიც ვაგნერის რიგებში მსახურობს.
ვაგნერში მებრძოლი გადამდგარი სამხედროების ბრძოლაში ჩართვა რუსეთის ავიაციაში პირადი შემადგენლობის დეფიციტზე მიანიშნებს, ნათქვამია ანგარიშში.
უწყების თანახმად, რუსეთს, ერთი მხრივ, მაღალი კვალიფიკაციის სამხედროების დანაკლისი აქვს, რასაც ემატება უკრაინის ომში ოფიცერთა მსხვერპლი.