ბრიტანეთის დაზვერვამ უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობის ორი მიზეზი დაასახელა

ფართოდ გავრცელებული კორუფცია და ცუდი ლოგისტიკა უკრაინაში შეჭრილი რუსული არმიის მთავარი პრობლემაა. ამის შესახებ 15 ოქტომბერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ბრიტანულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს.

როგორც რეზიუმეშია ნათქვამი, მობილიზებული რუსი რეზერვისტები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინაში ჩაიყვანეს, წინა რეზერვისტებთან შედარებით უარესად არიან აღჭურვილი. ამავდროულად, რუსებს დამოუკიდებლად უწევთ ეკიპირების შეძენა, მიუხედავად იმისა, რომ ის თითქოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეიძინა.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რეზერვისტები იძულებულნი არიან საკუთარი თავი უზრუნველყონ ჯავშანჟილეტებითაც კი, რაც სწრაფად გაძვირდა. თანამედროვე ჯავშანჟილეტი რუსულ ონლაინ მაღაზიებში 40 ათასი რუბლად (დაახლოებით $640) იყიდება, მაშინ როცა აპრილში დაახლოებით 12 ათასი რუბლი ($190) ღირდა.

"კორუფცია, რომელმაც ყველგან შეაღწია და უმოქმედო ლოგისტიკა რჩება უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობის მთავარ მიზეზად", - აღნიშნავს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

მსგავსი სიახლეები