ბულგარეთი: რუსეთი საჯარო ფიგურებს პროპაგანდის გასავრცელებლად თანხებს უხდის
ბულგარეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი საზოგადოებაში პოპულარულ სახეებს პროპაგანდის გასავრცელებლად თანხებს უხდის.
ამის შესახებ მედიასთან ინტერვიუში ბულგარეთის პრემიერის პრეს-სპიკერმა ლენა ბორისლავოვამ განაცხადა.
ბორისლავოვას განცხადებით, კრემლი პრო-რუსული გზავნილების გავრცელების სანაცვლოდ ბულგარელ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და საჯარო ფიგურებს თვეში 2 000 ევრომდე ანაზღაურებას აძლევს.
„ყველამ, ვინც ევროკავშირს და ნატოს უსასყიდლოდ ლანძღავთ, უნდა იცოდეთ...რომ ისინი, ვინც თქვენ შთაგაგონებთ, ანაზღაურებას იღებენ. ყოველთვიურად“, - თქვა ბორისლავოვამ.
ცოტა ხნის წინ სოფიამ ქვეყნიდან 70-მდე რუსი დიპლომატი გააძევა, რომლებსაც ჯაშუშობაში დასდო ბრალი.