ჩრდილოეთ ოსეთი უკრაინაში საომრად "მოხალისეთა რაზმს" აყალიბებს
ჩრდილოეთ ოსეთი სექტემბრის ბოლოს ე.წ. "მოხალისეთა რაზმს" შექმნის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში გაიგზავნება. ამის შესახებ 19 სექტემბერს რეგიონის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ Telegram-ზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ რაზმი ახლა წვრთნებს გადის და ის პირადად "ხელმძღვანელობს საბრძოლო კოორდინაციას და მათ ტრანსპორტირებას საბრძოლო მისიების არეალში".
"ახლა "მოხალისეთა" კიდევ ერთ ჯგუფს ვამზადებთ გასაგზავნად - დაკომპლექტდება არსებული ბატალიონები და შეიქმნება ახალი, უკვე ვთქვი: ამ მოხალისეებიდან ზოგიერთი რეზერვის ოფიცერია, ჩემი თანამებრძოლები, კოლეგები. სხვადასხვა რეგიონებიდან - გამოცდილი და კომპეტენტური ხალხი", - წერს ის.
მისი თქმით, ჩრდილოეთ ოსეთიდან უკრაინაში წასული ე.წ. "მოხალისეები" შვიდი თვეა იბრძვიან. მათ რაზმებს "ალანია" და "ოსეთი" ჰქვია.