CIA: პუტინი ‘ზედმეტად’ ჯანმრთელია
აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) უფროსმა უილიამ ბერნსმა კატეგორიულად უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას ბერნსმა განაცხადა, რომ პუტინი თავს „ზედმეტად“ კარგად გრძნობს.
ბოლო დროს დასავლურ პრესაში გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის 70 წლის ლიდერი ჯანმრთელობა შერყეული აქვს.
რუსული საგამოძიებო მედია პროექტის ინფორმაციით, 2016-2020 წლებში ვიზიტებისას პუტინს მუდმივად თან დაჰყვებოდა ექიმების ბრიგადა. მათ შორის იყო ფარისებრი ჯირკვლების კიბოს სპეციალისტი ქირურგი.
მედიაში აქტიურად განიხილავდნენ პუტინის ირანში ვიზიტის დროს გავრცელებულ ვიდეო-მასალას, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს გადაადგილების უჩვეულო მანერა აქვს.
რუსეთის ლიდერი საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულებითაა ცნობილი. სხვადასხვა ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პერსონალს მრავალკვირიანი კარანტინის გავლა უწევს.