დასავლეთის სანქციების გამო რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები მინიმუმამდე შემცირდა - Bloomberg
რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები აგვისტოში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, რადგან დასავლეთის სანქციებმა კრემლი აიძულა ნავთობი უფრო ნაკლებ ფასად გაეყიდა. ამის შესახებ Bloomberg 13 სექტემბერს წერს.
ევროპული ქვეყნების მიერ რუსული ნავთობის ყიდვაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ მოსკოვი იძულებული გახდა აზიის ბაზრებზე ნავთობი დიდი ფასდაკლებით გაეყიდა, რაც რუსეთს ხელს უშლის მაღალი ფასებით სრული სარგებელი მიიღოს.
ამავდროულად, აგვისტოში ევროპაში გაზის რეკორდულად მაღალი ფასები დაფიქსირდა, მაგრამ ბუნებრივი აირით მიღებულმა შემოსავლებმა სრულად ვერ ანაზღაურა ნავთობის შემოსავლების შემცირება, რადგან გაზპრომმა ამ ზაფხულს მნიშვნელოვნად შეამცირა გაზის ექსპორტი ევროპაში.
Bloomberg წერს, კიდევ ერთი დარტყმა კრემლის შემოსავლებს შეიძლება "ფასის ჭერმა" მიაყენოს, რომლის დაწესებასაც G7-ის ქვეყნები რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე გეგმავენ.