დუგინი: ჩვენ შურისძიებაზე მეტი გვსურს, ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება
20 აგვისტოს მოსკოვის რაიონში ააფეთქეს მანქანა, რომელშიც რუსი ფილოსოფოსისა და პოლიტოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, 29 წლის დარია დუგინა იმყოფებოდა.
რუსეთის ФСБ-მ შემთხვევას უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჩადენილი მკვლელობა უწოდა. დუგინი აფეთქების ადგილზე იმყოფებოდა და გავრცელებული ინფორმაციით, მისი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
22 აგვისტოს ბიზნესმენმა კონსტანტინ მალოფეევმა, რომელიც ფინანსურად უჭერს მხარს დუგინს, ფილოსოფოსის სახელით განცხადება გაავრცელა.
"მოგეხსენებათ, უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, 20 აგვისტოს, მოსკოვის მახლობლად ტრადიციის ფესტივალიდან დაბრუნებისას, ჩემი ქალიშვილი დარია დუგინა ჩემს თვალწინ აფეთქების შედეგად სასტიკად მოკლეს. ის იყო ლამაზი, მართლმადიდებელი გოგონა, პატრიოტი, სამხედრო კორესპონდენტი, ცენტრალური არხების ექსპერტი და ფილოსოფოსი. მისი გამოსვლები და რეპორტაჟები ყოველთვის ღრმა, დასაბუთებული და თავშეკავებული იყო. მას არასოდეს მოუწოდებდა ძალადობისა და ომისკენ." - წერს დუგინი.
"მისი გზის დასაწყისში ის ამომავალი ვარსკვლავი იყო. რუსეთის მტრებმა ზიზღით, მალულად მოკლეს ის... მაგრამ ჩვენი, ჩვენი ხალხის გატეხვა ასეთ აუტანელ დარტყმასაც კი არ შეუძლია. მათ სურდათ ჩვენი ნების ჩახშობა სისხლიანი ტერორით ჩვენგან საუკეთესოსა და ყველაზე დაუცველზე თავდასხმით, მაგრამ ისინი ამას ვერ მიიღებენ. ჩვენი გული უფრო მეტს ესწრაფვის, ვიდრე უბრალოდ შურისძიებაა. ეს ძალიან მცირეა. ჩვენ მხოლოდ ჩვენი გამარჯვება გვჭირდება. ჩემმა ქალიშვილმა სამსხვერპლოზე დადო თავისი უმწიკვლო სიცოცხლე. ასე რომ გაიმარჯვეთ, გთხოვთ!" - აცხადებს რუსი ფილოსოფოსი.