ერევანში ОДКБ-ს სამიტზე პუტინის ვიზიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
სომხეთის დედაქალაქ ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტის წინ ოპოზიციურმა ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ საპროტესტო აქცია გამართა. ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური სამსახური - Radio Azatutyun ავრცელებს.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებდნენ ანტირუსულ ლოზუნგებს: "მტერი რუსეთი", "მტერი ОДКБ". ამის მიზეზი მიმდინარე წლის სექტემბერში საზღვარზე მომხდარი შეტაკებებია, სადაც სამხედრო ბლოკმა არ დაუჭირა მხარი მის წევრ სომხეთს.
ოპოზიციური პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ОДКБ-ს წევრი, "სომხეთისადმი მტრული" ქვეყნების ლიდერების, კერძოდ კი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ღირსეული წინააღმდეგობა უნდა მოჰყვეს.
მოსალოდნელია ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლაც.
23 ნოემბერს, ОДКБ-ს სამიტის დაწყების დღეს, სომეხი ოპოზიციონერები კვლავ გეგმავენ საპროტესტო აქციების გამართვას.