ევროკავშირი ანექსირებულ ყირიმში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ცნობს
ევროკავშირი არ ცნობს 9-11 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ ანექსირებულ სევასტოპოლსა და ყირიმში ჩატარებულ არჩევნებს და მის შედეგებს. ამის შესახებ ორშაბათს, 12 სექტემბერს, ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურში (EEAS) განაცხადეს.
"არალეგალურად ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ამ არჩევნების დროს არც ერთ "არჩეულ ადამიანს", რომელიც აცხადებს, რომ "წარმოადგენს" ყირიმის და სევასტოპოლის მოსახლეობას, არ აქვს ლეგიტიმაცია და არ იქნებიან აღიარებული ამ ტერიტორიების წარმომადგენლებად", - აღნიშნა ბრიუსელმა.
ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს უკრაინის ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არაღიარების პოლიტიკას.
ევროკავშირი რუსეთს უკრაინიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი რუსეთს სთხოვს "დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტოს უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".
სხვადასხვა დონის არჩევნები რუსეთის 80-ზე მეტ რეგიონში ჩატარდა, მასში მონაწილეობის უფლება 44 მილიონზე მეტ ამომრჩეველს ჰქონდა. კენჭისყრა 9 სექტემბერს 35 რეგიონში დაიწყო, 10 სექტემბერს - 15 სხვა რეგიონში. დანარჩენ სუბიექტებში არჩევნები ერთდღიანი იყო. გუბერნატორები და ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები აირჩიეს, მათ შორის, ბურიატიაში, მარი-ელში და სვერდლოვსკის ოლქში. მოსკოვის 100-ზე მეტ ოლქში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა.