ევროკავშირი: უკრაინის აღსადგენად ტრილიონ ევრომდე იქნება საჭირო

ომისგან დაზარალებული უკრაინის აღდგენას ერთ ტრილიონ ევრომდე სახსრები დასჭირდება, აცხადებს ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ხელმძღვანელი ვერნერ ჰოიერი.

ევროკავშირის მთავარი საკრედიტო ორგანოს უფროსი ამბობს, რომ რუსული ინტერვენციის შედეგად გამოწვეული მატერიალური ზიანი „წარმოუდგენლად“ დიდია.

ჰოიერის განცხადებით, უკრაინის აღდგენაში წამყვანი როლის შესრულება ევროპას მოუწევს.

23-24 ივნისს ევროპული საბჭო უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსთან ერთად რეკონსტრუქციის გეგმებზეც იმსჯელებს.

გასულ თვეში ევროკომისიამ წარადგინა დახმარების პაკეტი, რომელიც უკრიანისთვის ყოველთვიურად ხუთი მილიარდი ევროს ფინანსური სახსრების მობილიზებას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები