ფედოროვი: ბოლო დროს ზაპორიჟიეში რუსების 15 პოზიცია განადგურდა

მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ ბოლო ორ კვირაში ზაპორიჟიეს ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების 15 პოზიცია განადგურდა.

ორ კვირაში რეგიონში დამპყრობლების 15-ზე მეტი პოზიცია განადგურდა: "აქედან 7 უშუალოდ მელიტოპოლშია."

ფედოროვის თქმით, ორჯერ "რაღაც მოხდა" აეროდრომზე და სამჯერ ლოკომოტივის საცავში.

უკრაინული არტილერიის მიერ ასევე დაიბომბა ფედოროვკა, ვესელი, ტოკმაკის მიმდებარე ტერიტორია, ზემო ტოკმაკი, მირნი და მოლოჩანსკი.

2 აპრილს რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში, ლოკომოტივის საწყობის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა გაისმა.

ზაპორიჟიეს ოლქში უკრაინული არტილერეიის გააქტიურება შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ ეს ოლქი უკრაინული კონტრშეტევის ერთ-ერთი მიმართულება იქნება.

მსგავსი სიახლეები