ფედოროვი: მელიტოპოლში ღამით რამდენიმე აფეთქება მოხდა
6 აპრილს, ღამით, დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებები იყო. ამის შესახებ ქალაქის მერმა ივან ფედოროვმა Telegram-ზე 6 აპრილს დაწერა.
"კოშმარი ოკუპანტებისთვის მელიტოპოლში. ქალაქში ახლახან რამდენიმე ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა." - თქვა ფედოროვმა.
მერი აფეთქების სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.
უკრაინის თავდაცვის ძალების "სამხრეთის" სარდლობის ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა, 6 აპრილს, ეროვნული ტელემარათონის ეთერში, მელიტოპოლში მომხდარ აფეთქებებს კონტრშეტევისთვის მომზადება უწოდა.
"ჩვენ ვამბობთ, რომ ძალიან აქტიური მზადება მიმდინარეობს იმ კონტრშეტევისთვის, რომლის განხილვაც არავის სურს, მაგრამ ყველა ვარაუდობს და მოელის. ეს არის მოსამზადებელი მომენტები, რომლებმაც უნდა მიახვედროს ოკუპანტები, რისთვისაც უნდა იყვნენ მზად მომავალში", - აღნიშნა მან.