Forbes Украина: რუსეთი ომზე დღეში დაახლოებით $400 მილიონს ხარჯავს
რუსეთი, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესია 24 თებერვალს დაიწყო, ომზე ყოველდღიურად დაახლოებით 400 მილიონი დოლარი ხარჯავს. სავარაუდო ხარჯები 20 ივლისს Forbes Украина-მ გამოაქვეყნა.
გამოცემის ცნობით, ოკუპანტებისთვის ყველაზე დიდი ხარჯი ჭურვები და რაკეტებია, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე მცირე ხარჯი რუსი სამხედროების ხელფასებია.
საშუალოდ, ჯარების ხელფასის დღიური ღირებულება დაახლოებით 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს დღეში (თუ ვივარაუდებთ, რომ დაახლოებით 100.000 რუსი ჯარისკაცი მონაწილეობს ომში), ხოლო რუსეთის ბიუჯეტმა ყოველდღიურად დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარი უნდა დახარჯოს დაჭრილ და დაღუპულ სამხედროთა კომპენსაციაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, დღეში საშუალოდ 270 დამპყრობელი იღუპება, 500-მდე იჭრება", - იუწყება გამოცემა.
რუსეთი გაცილებით მეტს ხარჯავს ჭურვებსა და რაკეტებზე - დღეში დამპყრობლები 50 ათასამდე ჭურვს ისვრიან, რომლის ღირებულებაც დაახლოებით ათასი დოლარია და დაახლოებით 20 ფრთოსან რაკეტას, რომელთა ღირებულება რამდენიმე ასეული ათასი აშშ დოლარიდან (Точка-У, Х-59) 10 მილიონ დოლარამდეა და უფრო მეტია (X-101, X-47 "Кинжал"). ერთი რაკეტის საშუალო ფასი დაახლოებით 3 მილიონი დოლარია.
გარდა ამისა, საშუალოდ, უკრაინაში ომის დღის განმავლობაში, რუსეთის ფედერაცია კარგავს 60 მილიონი დოლარის ავიაციას და 40 მილიონი დოლარის ტანკებსა და ჯავშანტექნიკას.