გაერო: ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა ‘სუიციდურია’
გაეროს გენერალურმა მდივანმა უკრაინული ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა „სუიციდურად“ შეაფასა.
ზაპორიჟიის აეს-ი ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ენერგეტიკის ობიექტია.
გასულ კვირაში ზაპორიჟიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო სადგურის სამი რეაქტორის გამორთვა გახდა საჭირო.
უკრაინული ენერგოატომი რუსეთს სადგურზე იერიშის მიტანაში ადანაშაულებს. დაჭრილია ატომური ელექტროსადგურის ერთი თანამშრომელი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ქმედება „ბირთვულ ტერორად“ შეაფასა.
გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს უფროსი რაფაელ გროსი „ბირთვული კატასტროფის რეალური რისკის“ შესახებ საუბრობს.
რუსებმა ატომური სადგურის ტერიტორია მარტში დაიკავეს, თუმცა ობიექტს კვლავ უკრაინული პერსონალი მართავს.