ჰაიდაი: მაგისტრალი სვატოვო-კრემენნაია პრაქტიკულად ЗСУ-ს კონტროლქვეშაა
ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სვატოვო-კრემენნაიას დამაკავშირებელი ავტომაგისტრალს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, თუმცა ამავდროულად მოუწოდა მედიას საკითხთან დაკავშირებით გენშტაბის ცნობებს დალოდებოდნენ.
"ჯერჯერობით ჩვენ არ დავასახელებთ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტებს. უმჯობესია ეს გენერალურმა შტაბმა გააკეთოს, თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ძალები სვატოვო-კრემენნაიას დამაკავშირებელ ავტომაგისტრალს აკონტროლებენ. ცუდი ამინდისა და რამდენიმე დღის განმავლობაში თავსხმა წვიმების მიუხედავად, ჩვენ მაინც გვაქვს წინსვლა",- წერს ჰაიდაი.
მოგვიანებით ჰაიდაის მიერ გავრცელებული ცნობები დაადასტურა, უკრაინის აღმოსავლეთ დაჯგუფების მეთაურმა, სერგეი ჩერევატიმ.
რა შეიძლება მოხდეს
ამ დრომდე უკრაინის არმია მაქსიმალურად არიდებდა თავს ოკუპანტების გამაგრებული რაიონების პირდაპირ შტურმს და ამის ნაცვლად შეტევებს ფლანგებიდან ახორციელებდა. მსგავსი რამ მოხდა ლიმანშიც - ქალაქში შესვლამდე უკრაინელმა მებრძოლებმა ოკუპანტების დაჯგუფება სრულფასოვან ალყაში მოაქციეს.
რთული იქნება კრემენნაიას პირდაპირი შტურმიც - საქმე ის არის, რომ ქალაქი ორივე მხრიდან ტყით არის გარშემორტყმული სადაც ჯავშანტექნიკით შეტევა იოლი არ იქნება.
კრემენნაიაზე იერიშის კიდევ ერთი შესაძლებლობა უკრაინელებისთვის სამხრეთიდან იხსნება, სადაც ისინი ბელოგოროვკის პლაცდარმს აკონტროლებენ, თუმცა ამ მონაკვეთში კრემენნაიაზე შესატევად უკრაინელებს მდინარე სევერსკი დონეცის ფორსირება დაჭირდებათ, რაც დამატებით სირთულეს ქმნის.
ასეთი სარისკო ოპერაციის ბედი ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად შეძლეს ოკუპანტებმა კრემენნაიას ირგვლივ რეზერვების გადაყვანა და პოზიციების გამაგრება - თუ ეს ვერ მოხერხდა კრემენნაიაში ოკუპანტების დაჯგუფებამ შესაძლოა უკვე რამდენიმე დღეში გაიზიაროს ლიმანის დაჯგუფების ბედი.
უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ბოროვოეს ერთი მხრიდან კრემენნაია, ხოლო მეორე მხრიდან ქალაქი ლისიჩანსკი მდებარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში შესაძლოა უკრაინელების მთავარი სამიზნე გახდეს. თუ ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინელები შეინარჩუნებენ წინსვლას რუბეჟნოეს მიმართულებითაც ლისიჩანსკთან ერთად მათ გაეხსნებათ მოქმედების სივრცე სევეროდონეცკისკენ.
კიდევ უფრო დინამიურია ЗСУ-ს შეტევები ჩრდილოეთით სვატოვეს რაიონში, ბევრი უკრაინელი სამხედრო ექსპერტის აზრით სწორედ აქ შესაძლოა უკრაინის არმიამ ოკუპანტების დაჯგუფების რკალშია ან ოპერატიულ ალყაში მოქცევა სცადოს.
ფრონტის ამ მონაკვეთზე ოკუპანტების მთავარი ამოცანაა რამენაირად შეაჩერონ უკრაინელების იერიშის ტემპი, თუმცა ლიმანიდან გაქცევის შემდეგ მათ არ ჰქონიათ საკმარისი დრო ახალი თავდაცვითი ზღუდეების ასაგებად.
გარდა ამისა როგორც მთლიან ფრონტზე ამ კონკრეტულ მონაკვეთზეც რუსებს ერთდროულად ორი კრიზისის გადაჭრა უწევთ - მათ უნდა გაამაგრონ 2 ქალაქი და მათ შორის დამაკავშირებელი გზ