იაპონია: საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში ჩრ. კორეის ობიექტებს ჩამოვაგდებთ
იაპონიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანა ჩამოაგდებს ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ ობიექტს, რომელიც მის საჰაერო სივრცეს დაარღვევს.
იაპონიის ამგვარი რეაქცია ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილებას მოჰყვა - კიმ ჯონგ უნის თქმით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეა სადაზვერვო სატელიტის გაშვებას გეგმავს.
სპეციალისტების თქმით, სადაზვერვო სატელიტი გააძლიერებს ფხენიანის შესაძლებლობებს და კიმს პრევენციული დარტყმების სტრატეგიაზე მუშაობის საშუალებას მისცემს.
კონტექსტი
კიმ საჰაერო-კოსმოსურ სააგენტოს 2 კვირის წინ ეწვია, რომლის ფარგლებშიც პროგრამა დაამტკიცა. კიმის პროპაგანდისტული ვიზიტი დროში სამხრეთ კორეისა და აშშ-ს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დაემთხვა.
იაპონიის თავდაცვის მინისტრის თქმით, მან უკვე გასცა სარაკეტო ძალების დანაყოფების საბრძოლო მზაობის დონის გაზრდის ბრძანება. ნიროკაზუ მაცუმოს თქმით, ჩრდილოეთ კორეის კუთვნილი ობიექტების ჩამოსაგდებად იაპონია Patriot-ის ტიპის კომპლექსებს გამოიყენებს.
საკითხზე ისაუბრა იპოანიის პრემიერმაც - ფუმიო კიშიდას თქმით, სადაზვერვო სატელიტი ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტურ საფრთხეს წარმოადგენს და არღვევს გაეროს წესდებას.
ამასთანავე კიშიდამ კიდევ ერთხელ გამოთქვა კიმ ჯონგ უნთან პირადად შეხვედრის მზაობა.