ირკუტსკში Su-30-ის ჩამოვარდნის შედეგად ორი რუსი პილოტი დაიღუპა
რუსეთის ქალაქ ირკუტსკში ორი პილოტი დაიღუპა, როდესაც Su-30 ჩამოვარდა და სახლს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო ТАСС ავრცელებს.
"ირკუტსკში, კერძო სახლზე Su-30-ის დაცემისას ორი პილოტი დაიღუპა, მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის", - წერს სააგენტო რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
23 ოქტომბერს, ირკუტსკში, Su-30 ორსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავი ირკუტსკში საცდელი ფრენის დროს ჩამოვარდა.