ისპაჰანში სამხედრო ქარხანაში აფეთქება მოხდა - ირანის სახელმწიფო მედია

ირანის ქალაქ ისპაჰანში მდებარე სამხედრო ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. სახელმწიფო უშიშროების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა. ამ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია IRIB ავრცელებს.

"აფეთქება თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მასალის წარმოების ერთ-ერთ ცენტრში მოხდა და ისპაჰანის გუბერნატორის მოადგილის განცხადების თანახმად, მსხვერპლი არ არის", - იტყობინება IRIB, დამატებითი დეტალების დაზუსტების გარეშე.

მასალა განახლებადია.

მსგავსი სიახლეები