ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას სექტორზე ავიაიერიში დაიწყო
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღაზას სექტორზე ავიაიერიში დაიწყეს. ამის შესახებ The Times of Israel წერს.
პალესტინის მედიის ცნობით, ღაზას სექტორში აფეთქებებია.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ბოლო დღეებში "ჰამასის" ქმედებებზე საპასუხოდ, ღაზას სექტორში ორი გვირაბი და იარაღის ორი საწარმო დაბომბეს.
"ორი გვირაბი არ კვეთდა ისრაელის ტერიტორიას და არ წარმოადგენდა საფრთხეს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ისრაელის თავდაცვის ძალები ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" პასუხს აგებინებს ღაზას სექტორიდან მომდინარე ყველა ტერორისტულ ქმედებებზე", - აცხადებენ სამხედროები.
ისრაელის ავიაიერიში ღაზას სექტორიდან ბოლოდროინდელ სარაკეტო თავდასხმებზე პასუხია, ასევე ლიბანინიდან ისრაელის დაბომბვაზე, რაშიც ჰამასი დაადანაშაულეს.
გუშინ ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა: "არავითარი შიდა დებატები არ შეგვიშლის ხელს მტრების დავარატყათ."
მასალა განახლებადია.