ISW: რუსეთში მობილიზაცია ფარულად მიმდინარეობს
ქვეყანაში მობილიზაციის დასრულების შესახებ რუსეთის ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, სავარაუდოდ პროცესი ფარულ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში წერს.
მაგალითად ექსპერტებს მოჰყავთ რამდენიმე განკარგულება, რომელსაც პუტინმა ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც მან მობილიზაციის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ერთ-ერთი ბრძანება მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი მოქალაქეების მობილიზების საშუალებას იძლევა, მეორე კი სამხედრო პერსონალის სტატუსს "მოხალისეებზე" ავრცელებს.
"ასეთი დაშვებები ქმნის მობილიზაციის გაგრძელების პირობებს, მაგრამ ახლა ეს წარმოჩინდება, როგორც "ნებაყოფლობითი სამსახური", - ამბობენ ISW-ს ექსპერტები.