კადიროვი და პრიგოჟინი დონეცკში წარმატების მისაღწევად ძალისხმევას გააძლიერებენ - ISW
რამზან კადიროვი და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, სავარაუდოდ, დონეცკის რეგიონის ფრონტზე გარკვეული წარმატების მიღწევაზე კონცენტრირდებიან, რათა შეინარჩუნონ პოზიტიური დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ რუსეთის საინფორმაციო სივრცეში და ნაციონალისტურ წრეებში. ამის შესახებ ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერს.
ღია წყაროების თანახმად, რომელსაც ISW ეყრდნობა, პრიგოჟინმა დაახლოებით ათასი დაქირავებული მებრძოლი გაგზავნა ლისიჩანსკში, რათა გაეძლიერებინა ფრონტის ხაზი ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევის შემდეგ.
ამავდროულად, პრიგოჟინიც და კადიროვიც ღიად აკრიტიკებენ ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინს და მას ლიმანის მიმართულებით რუსული ჯარების წარუმატებლობაში ადანაშაულებენ.