KFC რუსეთს მთლიანად ტოვებს
კომპანია Yum! Brands, რომელიც ფლობს KFC-ს და Pizza Hut ბრენდებს, რუსეთში KFC-ის რესტორნების ადგილობრივ ოპერატორზე გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ კომპანიის 5 ივლისის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
"კომპანია მისი KFC რესტორნების, ოპერაციული სისტემის და ძირითადი ფრენჩაიზის უფლებების, მათ შორის ფრენჩაიზირებული რესტორნების ქსელის, საკუთრების ადგილობრივი ოპერატორისთვის საკუთრების გადაცემის პროცესშია", - აცხადებენ კომპანიაში.
Yum! Brands-მა ასევე განაცხადა, რომ ივნისში დაასრულა Pizza Hut-ის ფრენჩაიზის ყველა აქტივის საკუთრების გადაცემა ადგილობრივ ოპერატორზე. მან უკვე დაიწყო რებრენდინგის პროცესი.
"ტრანზაქციის დასრულების შემდეგ KFC Yum! Brands რუსეთიდან მთლიანად გასვლას აპირებს", - აღნიშნავენ კომპანიაში.
2022 წლის 9 მარტს Yum! Brands-მა რუსეთში 70 KFC-ის და Pizza Hut-ის ყველა რესტორნის დახურვაზე განაცხადა. ამასთან, კომპანიამ აღნიშნა, რომ გეგმავს 1 მილიონი დოლარის გამოყოფას წითელი ჯვრისთვის უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.