ხმათა 66%-ის დათვლის შემდეგ მეორე ტურში ერდოღანი 54%-ით ლიდერობს
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 66%-ის დათვლის შემდეგ რეჯეფ თაიპ ერდოღანი ლიდერობს.
Anadolu Agency-ის ცნობით, ამ დროისთვის ერდოღანი მხარდაჭერის მაჩვენებელი 54.7%-ს შეადგენს, ხოლო ქილიჩდაროღლუს ხმათა 45.22% აქვს.
განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო Anka, რომლის მიხედვითაც ხმათა 50.3%-ით ქილიჩდაროღლუ ლიდერობს.
მასალა განახლებადია