ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის ეკლესიას ავტოკეფალიას სთხოვს
ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია თხოვნით მიმართავს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილს, რომ მას ავტოკეფალიის, ანუ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან სრულიად დამოუკიდებლის სტატუსი მიანიჭოს.
ეს გადაწყვეტილება ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის კრებაზე მიიღეს, რომელიც 20 ოქტომბერს, რიგის ყოვლადწმიდა ტაძარში გაიმართა.
ლატვიური მედიის ცნობით, კრების მონაწილეებზე დაყრდნობით, პატრიარქისადმი მიმართვას მხარი 160-მა დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ ერთი იყო.
"საბჭო შედგა. როგორც ვთქვი, მისაღებია კანონის შესრულება და სამართლებრივ წესდებაში ცვლილებების შეტანა. მივმართეთ პატრიარქ კირილს დახმარების თხოვნით არსებული სიტუაციის კანონიკური გადაწყვეტისთვის", - ციტირებს Baltijas Bals ლატვიელი სასულიერო პირის სიტყვებს.
8 სექტემბერს ლატვიის საეიმმა მიიღო ცვლილებები კანონში "ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ", რომლის მიხედვითაც იგი სრულიად დამოუკიდებელი უნდა გახდეს მოსკოვის საპატრიარქოსგან.
ქვეყნის პრეზიდენტმა ეგიტს ლევიტსმა ამ ღონისძიებას ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის "ისტორიული სტატუსის აღდგენა" უწოდა. კანონის მიხედვით, ეკლესიას ავტოკეფალია, რომელიც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილია და მისი მიღება სურს, მოსკოვის პატრიარქმა უნდა მიანიჭოს. დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადება საეკლესიო განხეთქილებად ჩაითვლება, რომლის თავიდან აცილებაც ლატვიურ ეკლესიას სურს.