მედვედევი: უკრაინის დაცვა ვერ გადაარჩენს ჩამპალ ევროპას შურისგებისგან
დმიტრი მედვედევი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას და საკითხთან დაკავშირებით საკუთარ ტელეგრამ არხზე მორიგი ტირადა გამოაქვეყნა.
მედმედევის ზიზღის მთავარი ობიექტი ამჯერად იტალია გახდა, რომელმაც საფრანგეთთან ერთად უკრაინისთვის ტექნოლოგიურად მოწინავე და ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა გადაწყვიტა.
"უსასრულოა შტერების რიცხვი ევროპის სახელმწიფო სტრუქტურებში. რომელიღაც იტალიის, რომელიღაც თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის ჯავშანტექნიკისა და სხვა შეიარაღების მიწოდებას მესამე მსოფლიო ომისგან აცილების მცდელობა უწოდა. იშვიათია შერეკილია",- წერს მედვედევი.
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კიდევ უფრო მეტ ზიზღს იწვევს გაერთიანებული სამეფო - "მაგრამ რას უნდა ველოდოთ ბიზნესმენისგან უმაღლესი განათლების გაყალბებული დიპლომით და მისი გონებაშეზღული მეზობლებისგან, რომლებიც პანდემიის დროს პირდაპირ სამუშაო ადგილებზე კაიფობდნენ, დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში. თუმცა ჩერჩილის სული მისი მემკვიდრეებით კმაყოფილი იქნებოდა."
ტირადის დასკვნით ნაწილში მედვედევი მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობაზე რეფლექსირებს - "პირველ რიგში, უკრაინის დაცვა, რომელიც არავის ჭირდება ვერ გადაარჩენს ჩამპალ ბებერ კონტინენტს შურისგებისგან. მეორე - თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, იქ ვიომებთ არა ტანკებით და არც გამანაგდურებლებით. ამ შემთხვევაში ყველაფერი ფუჭი იქნება."