MI6: რუსეთს ომში ძალა ელევა, პაუზის აღება მოუწევთ
დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის (MI6) შეფი რიჩარდ მური აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიას „ძალა ელევა“ და „მხოლოდ მცირე წინსვლას“ ახერხებს.
ასპენის უსაფრთხოების გამოსვლისას მურმა აღნიშნა, რომ მომდევნო კვირებში რუსებს არმიის ცოცხალი ძალით და შეიარაღებით მომარაგება უფრო და უფრო გაუჭირდებათ.
„მათ პაუზის აღება მოუწევთ, რაც უკრაინელებს კონტრ-იერიშის შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვის უფროსმა.
მურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა შეძლოს.
„ეს დანარჩენ ევროპას შეახსენებს, რომ უკრაინას ამ [ომის] კამპანიის მოგება შეუძლია“, - თქვა დაზვერვის უფროსმა.
პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მურმა ამერიკელი კოლეგის მსგავსი შეფასება გააჟღერა.
„არ არსებობს მტკიცებულება, რომ პუტინს ჯანმრთელობა შერყეული აქვს“, - თქვა მურმა.