მობილიზაციამ რუსეთში სამშენებლო ობიექტებზე პერსონალის დეფიციტი გააძლიერა
რუსეთში გამოცხადებულმა მობილიზაციამ, სამშენებლო ინდუსტრიაში არსებული პრობლემები გაამწვავა, რაც კოროვირუსის პანდემიის შედეგად დაიწყო.
დღევანდლი მდგომარეობით, სამშენებლო სექტორს, მუშახელის 25%-იანი დეფიციტი აქვს, რაც ბოლო ხუთი წლის ანტირეკორდია.
ამ ინფორმაციას "კომერსანტი" 28 ნოემბერს, ინფრასტრუქტურული კომპანიების ეროვნული ასოციაციის (НАИК) და Sherpa Group-ის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"Визави Консалт"-ის დასაქმების სააგენტოს სამშენებლო და განვითარების პრაქტიკის ექსპერტის ნატალია ტრუბჩანინოვას თქმით, სამშენებლო კომპანიებში მობილიზებულთა წილი 7-8% იყო, ხოლო კიდევ 2-3% ან თავის რეგიონებში დაბრუნდა ან რუსეთი დატოვა.
ტრუბჩანინოვას მიაჩნია, რომ სამშენებლო ინდუსტრიაში კადრების დეფიციტი მინიმუმ 12-15%-ია, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სარეკორდო რიცხვია.