მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პუტინმა ძალოვნების ხელფასები გაზარდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ქვეყანაში მობილიზაციის გამოცხადებისთანავე, ხელი მოაწერა განკარგულებებს სახელმწიფო მოხელეების, რეგიონალური საჯარო მოხელეების, მოსამართლეების, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელებისა და რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის ხელფასების გაზრდის შესახებ. ყველა ეს დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე.
ამავე დროს, Bloomberg იტყობინება, რომ პუტინი ზრდის თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებს, რადგან ის უკრაინაში გაჭიანურებული ომისთვის ემზადება. სააგენტოს ცნობით, 2023 წელს რუსეთის ბიუჯეტის ხარჯები თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებზე დაახლოებით 40%-ით გაიზრდება.