ნავალნიმ ლატვიის გადაწყვეტილებას "დოჟდის" დახურვის შესახებ შეცდომა უწოდა
რუსი ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც სასჯელს ვლადიმირის რეგიონში მდებარე კოლონიაში იხდის, მხარი დაუჭირა ტელეკომპანია "დოჟდს", რომელსაც ლატვიის ხელისუფლებამ, მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა.
"მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა დოჟდის მიმართ. ეს არის დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელთანაც დაარსების დღიდან, მე ვმუშაობ. მათი მუშაობა, წელს, აღმაფრთოვანებელია. მათ უკომპრომისოდ დაგმეს პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ და გახდნენ ამ ომის შესახებ სიმართლის წყარო, მილიონობით რუსისთვის", - განაცხადა ნავალნიმ, რომლის განცხადებაც ტვიტერზე 7 დეკემბერს გამოქვყენდა
პატიმრობაში მყოფმა ოპოზიცონერმა, ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მცდარი უწოდა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ის "ინფორმაციის ნაკლებობას" ეფუძნებოდა.
"რა თქმა უნდა, ლატვიას თავისუფლად შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და არ მგონია, რომ ისინი საფრთხეს ხედავდნენ მედიაში, რომლის წამყვანიც, ტელევიზიამ გაუშვა. მე მჯერა ევროპული დემოკრატიის, სასამართლოსი და ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოო ჯამში, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ", - წერს ნავალნი.
6 დეკემბერს, ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ, ტელეკომპანია "დოჟდის" მაუწყებლობის ლიცენზია "ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის" მოტივით გააუქმა.
7 დეკემბერს, ლიეტუვამაც მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, "დოჟდის" მაუწყებლობის აკრძალვის შესახებ.
თავის მხრივ, რუსული არხის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ, ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას აბსურდი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება, შორს არის საღი აზრისგან.