ნავალნის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

რუსმა გამომძიებლებმა დაასრულეს ბრალდების მომზადება უფაში ალექსეი ნავალნის შტაბის ყოფილი უფროსის, ლილია ჩანიშევასთვის. ამის შესახებ სამშაბათს, 20 სექტემბერს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა ივან ჟდანოვმა თავის Telegram არხზე დაწერა.

მისი თქმით, ჩანიშევას წინააღმდეგ წარდგენილი საბოლოო ბრალდება მოიცავს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლს, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჩანიშევას ბრალად ედება "ექსტრემისტული თემის ქმედებები თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით" (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 მუხლის მე-3 ნაწილი), "ექსტრემიზმისკენ მოწოდებები" (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. ) და "ორგანიზაციის შექმნა, რომელიც არღვევს მოქალაქეთა უფლებებს" (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 მუხლის მე-3 ნაწილი).

ჟდანოვის თქმით, ჩანიშევას სასამართლო პროცესი ბაშკირეთში გაიმართება, რომელსაც "ადგილობრივი მეფე ხაბიროვი მართავს, რომელსაც სძულს ლილია". ჟდანოვი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნისთან ასოცირებული ორგანიზაციები ექსტრემისტულად გამოაცხადა, ჩანიშევას მათთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, მაგრამ "სასაცილოა ამ ფორმალობებზე საუბარი".

მსგავსი სიახლეები