პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი დონბასს ეწვევა
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 9 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეწვევა დონბასს. ინფორმაციას ТАСС ავრცელებს.
ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინს მსგავსი ვიზიტის კონკრეტული გეგმები არ აქვს.
"მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ დადგება დრო, როდესაც პუტინი დონბასში ჩავა, რა თქმა უნდა. ეს რუსული რეგიონებია და ის იქ იქნება", - ამბობს კრემლის სპიკერი.
2014 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პუტინი მხოლოდ დროებით ოკუპირებულ ყირიმს ეწვია. ამ ხნის განმავლობაში ის არასოდეს ყოფილა დონბასში.