პოდოლიაკი: უკრაინა ამერიკულ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად არ გამოიყენებს
უკრაინა აშშ-ს მიერ მიწოდებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით რუსეთის ტერიტორიაზე იერიშს არ მიიტანს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
ცოტა ხნის წინ აშშ-მ უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის სისტემა HIMARS-ის გადაცემის შესახებ განაცხადა, რომლის მოქმედების რადიუსი 70-80 კილომეტრს აღწევს და კიევს რუსული პოზიციების სიღრმეში თავდასხმის საშუალებას მისცემს.
თუმცა, ვაშინგტონი მოითხოვს, რომ კიევმა აღნიშნული შეიარაღება რუსეთის (საერთაშორისოდ აღიარებული) ტერიტორიის დასაბომბად არ გამოიყენოს.
„უკრაინა თავდაცვით ომს აწარმოებს და სარაკეტო არტილერიის რუსეთის ტერიტორიაზე ობიექტების წინააღმდეგ გამოყენებას არ აპირებს. ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა იციან, სად ვიყენებთ მათ ტექნიკას“, - ამბობს პოდოლიაკი.
პრეზიდენტის ოფისის კიდევ ერთი მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ აშშ თავდაპირველად უკრაინას HIMARS-ის ოთხ ერთეულს გადასცემს,
„ეს სასწავლო მოდელებია. შემდეგ უფრო [დიდი] რაოდენობით გამოაგზავნიან“, - განაცხადა არესტოვიჩმა.