პრაღაში უკრაინაში განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართება
11 ივლისს 18:45 საათზე პრაღაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთში უკრაინის საელჩოს პრესსამსახური ფეისბუქზე ავრცელებს.
"გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რუსული T-90 ტანკი, საარტილერიო სადგამები, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და საზენიტო სარაკეტო სისტემა Buk. ვიზიტორებს ასევე შეეძლებათ უშუალოდ ნახონ რუსი დამპყრობლების მიერ უკრაინის ქალაქებზე გასროლილი 3000 რაკეტიდან რამდენიმე." - ნათქვამია განცხადებაში.
გამოფენა 24 ივლისამდე გაგრძელდება.