პუტინი: ჩვენი არმია მოქალაქეებს არ ერჩის - კრემენჩუკშიც ასე იქნებოდა

თურქმენეთში ვიზიტით მყოფი ვლადიმირ პუტინი კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის დაბომბვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსული არმია სამოქალაქო ინფრასტრუქტურას არ ანადგურებს, ამიტომ პასუხისმგებლობას არ იღებს. 

"ჩვენი ჯარი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას არ ბომბავს. ჩვენ ყველა შესაძლებლობა გაგვაჩნია, რომ ვიცოდეთ, სად რა მდებარეობს. ალალბედზე ჩვენთან არავინ ისვრის. ჩვეულებრივ, ეს ხდება [დაბომბვა] სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, მაღალი სიზუსტის იარაღიდან." - განაცხადა პუტინმა

აშხაბადში გამართულ პრესკონფერენციაზე მან ასევე აღნიშნა, რომ კრემანჩუკის შემთხვევაშიც "დარწმუნებულია, რომ ასე იქნებოდა."

რუსების მიერ კრემანჩუკის სავაჭრო ცენტრის დაბომბვას, 18 სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა, რაზეც კრემლს პასუხისმგებლობის აღება არ სურს. 

 

მსგავსი სიახლეები