პუტინი: უკრაინაში ‘სერიოზულად’ ბრძოლა ჯერ კიდევ არ დაგვიწყია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი „ნამდვილი“, „სერიოზული“ შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზადებას წარმოადგენს.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ, ფაქტობრივად, [უკრაინაში] ჩვენ სერიოზულად არც არაფერი დაგვიწყია“, - განაცხადა პუტინმა რუსეთის დუმის დეპუტატებთან შეხვედრაზე.
„გვესმის, რომ ჩვენი ბრძოლის ველზე დამრცხება სურთ. რა უნდა თქვა? აბა სცადონ“, - თქვა პუტინმა.
პუტინის განცხადებით, „დასავლეთმა ომი უკვე წააგო“, რადგან უკრაინაში ომის დაწყება „არსებული მსოფლიო წესრიგის მორღვევის დასაწყისად“ იქცა.