პუტინმა სტრემუსოვი "გამბედაობისა და სიმამაცისთვის" ორდენით დააჯილდოვა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ხერსონის კოლაბორანტი, ნაწილობრივ ოკუპირებული ხერსონის ოლქის "ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე" კირილ სტრემუსოვი მამაცობის ორდენით, სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა.
შესაბამისი განკარგულება იურიდიული ინფორმაციის რუსულ პორტალზე გამოქვეყნდა.
"სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი გამბედაობისა და სიმამაცისთვის, ხერსონის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კირილ სერგეის ძე სტრემუსოვ,ი დაჯილდოვდეს მამაცობის ორდენით(სიკვდილის შემდგომ)", - ნათქვამია განკარგულებაში.
9 ნოემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი ავტოავარიაში დაოღუპა.
თავდაპირველად, სტრემოუსოვის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია პროპაგანდისტულმა ტელეგრამ არხმა, Readovka-მ გაავრცელა.