რუსების დაბომბვებს 18 ადამიანი შეეწირა, მათ შორის ორი ბავშვი
ოდესის რეგიონში რუსების მიერ განხორციელებულ დაბომბვებს მინიმუმ 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია.
რუსებმა იერიში გასულ ღამეს, რამდენიმე შენობაზე მიიტანეს, როგორც ამას უკრაინული მხარე იტყობინება.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, კირილო ტიმოშენკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილებთან ერთად არიან დაჭრილები და დაშავებულები - მათი რიცხვი 30-ს შეადგენს.
ოდესის რეგიონის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი რაკეტა 9 სართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა, რომელიც ბილგოროდ-დნიესტერში მდებარეობს.
სამაშველო ოპერაცია ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.