რუსეთი ჩინეთთან ერთად სამხედრო წვრთნებს გამართავს
რუსეთი ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად ვოსტოკ 2022 ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს.
ერთობლივ სწავლებაში 50 000-მდე სამხედრო და 5 000 ერთეული ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის 140 თვითმფრინავი და 60 ხომალდი.
წვრთნები რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ოლქში და იაპონიის ზღვაში გაიმართება, აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
სამხედრო სწავლებაში მოსკოვთან და პეკინთან ერთად ლაოსი, მონღოლეთი, ნიკარაგუა, სირია და რამდენიმე პოსტ-საბჭოთა ქვეყანა მონაწილეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ წვრთნების ფარგლებში იაპონიის ზღვაში რუსული და ჩინური ფლოტი ერთობლივ ნაოსნობას გეგმავს.
მოსკოვი პეკინთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობას სულ უფრო აღრმავებს.
გასულ წელს, პირველად, ჩინეთის ტერიტორიაზე წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად რუსული სამხედრო ნაწილები განათავსეს.