რუსეთი ჩინურ ბაზარზე ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი გახდა
რუსეთმა გასულ წელთან შედარებით ნავთობის საექსპორტო მოცულობა 55 პროცენტით, 8.42 მილიონ ტონამდე გაზარდა.
გასულ წელს ჩინეთში ნავთობის მთავარი მიმწოდებლის სტატუსი საუდის არაბეთს ეკავა.
ჩინეთი ევროკავშირის შემდეგ რუსული ნავთობ-რესურსებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია.
ივნისის დასაწყისში ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივ აკრძალვაზე შეთანხმდნენ.
წლის ბოლომდე ბლოკში რუსული გაზის მოხმარების ორი მესამედით შემცირებაზეც საუბრობენ.
ევროპული ბაზრის დაკარგვის პერსპექტივის გამო კრემლში სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ აზიელ შემსყიდველებს.
თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აღმოსავლეთში რუსეთს ენერგეტიკული რესურსების საბაზროზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გაყიდვა უწევს.