რუსეთი Nord Stream 1-ით ევროპისთვის გაზის მიწოდებას ნაწილობრივ აღადგენს - Reuters

რუსეთმა Nord Stream 1-ით გაზის მიწოდებას ნაწილობრივ აღადგენს, წერს სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

გერმანიასთან დამაკავშირებელი გაზსადენით ბუნებრივის აირის მიწოდება 11 ივლისს „ტექნიკურ სამუშაოების“ გამო 10 დღით შეაჩერეს.

Nord Stream 1-ზე ევროკავშირის ქვეყნებში იმპორტირებული რუსული გაზის მესამედი მოდის.

Reuters-ის წყარო აცხადებს, რომ განახლების შემდეგ გაზსადენი შეზღუდული მოცულობით - დღეში 160 მილიონ კუბურ მეტრ - ბუნებრივ აირს გაატარებს.

გასულ თვეში რუსულმა სახელმწიფო კომპანია გაზპრომმა ევროპაში ექსპორტი 40 პროცენტით შეამცირა.

გაზპრომმა მიზეზად Siemens Energy-ს ტურბინის შეკეთებაში შეფერხება დაასახელა, რომელიც კანადაში იყო გაგზავნილი.

მსგავსი სიახლეები