რუსეთის დუმა ნორვეგიასთან საზღვაო შეთანხმების გაუქმებას აპირებს

სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა რუს კანონმდებლებს ნორვეგიასთან დადებული საზღვაო შეთანხმების გაუქმების განხილვა მოსთხოვა.

რუსეთმა და ნორვეგიამ ხელშეკრულებას ხელი 2010 წელს მოაწერეს, რომელმაც ორ ქვეყანას შორის ბარენცის ზღვაში ტერიტორიული უთანხმოება გადაწყვიტა.

ვოლოდინმა ოსლო სვალბარდის არქიპელაგზე რუსულენოვანი დასახლებების სურსათით მომარაგების შეფერხებაში დაადანაშაულა.

სვალბარდი, რომელიც არქტიკის ოკეანეში მდებარეობს, ნორვეგიის შემადგენლობაშია.

თუმცა, 1920 წელს გაფორმებული შეთანხმებით რუსეთს კუნძულზე ბუნებრივი რესურსების მოპოვების უფლება აქვს.

კუნძულის მოსახლეობის ნაწილი რუსულენოვანია.

ნორვეგია რუსეთის ბრალდებას სურსათის მიწოდების დაბლოკვის შესახებ უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი მოსკოვზე დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს იზიარებენ.  

მსგავსი სიახლეები